ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძემ NCDC-ს მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამინისტროს ინტერესი ცენტრის კიდევ უფრო გაძლიერებაა. უწყების ხელმძღვანელმა, საბჭოს წევრებსა და საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებს, მხარდაჭერისთვის, მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

NCDC-ს საქმიანობის შესახებ, პრეზენტაცია ცენტრის გენერალურმა დირექტორმა წარადგინა. ირაკლი ფურცელაძემ ცენტრის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადამდები და არაგადამდები დაავადებების მართვის მიმართულებით არსებულ მიღწევებზე. ასევე - ლაბორატორიული სიმძლავრეების განვითარებაზე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნასა და რეაგირების საკითხებზე.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრის თანამშრომლები და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.