უკრაინამ რიაზანის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანა. შედეგად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის ნაწილს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, პაველ მალკოვმა განაცხადა.
მალკოვის თქმით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რიაზანში სამრეწველო ობიექტების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მალკოვმა აღნიშნა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ და საჰაერო თავდასხმის შედეგად მიყენებულ ზარალს აფასებენ. რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი საწარმოა და კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.




