გერმანული თავდაცვის კომპანია Rheinmetall ევროკავშირის ერთი-ერთ ქვეყანასთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე უკრაინასSkyranger 35 ტიპის დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის.
Kyiv Independent აღნიშნავს, რომ მომავალი მიწოდება პასუხობს უკრაინის გადაუდებელ საჭიროებას იაფი და ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიმართ, რადგან რუსეთი დრონებით თავდასხმებს აძლიერებს - მხოლოდ გუშინ ღამით გაშვებულ იქნა 450-ზე მეტი დრონი.
სისტემა შეიძლება დამონტაჟდეს Leopard 1 ტიპის ტანკებზე და მუხლუხოიანი ტექნიკის მობილურობასა და დაცულობას ზალპურ საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობასთან აერთიანებს. მას 4,000 მეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს.
კონტრაქტის ღირებულება "რამდენიმე ასეულ მილიონს" შეადგენს და დაფინანსებულია ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მიერ, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გამოყენებით - განაცხადეს კომპანიაში, თუმცა ქვეყნის სახელი არ დაუკონკრეტებიათ.
კომპანიას არ დაუკონკრეტებია თუ რამდენი სისტემა გადაეცემა უკრაინას.







