დიდთოვლობის გამო, თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ინფორმაციითვე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის საფარის თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი.
,,თოვლის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
ქალაქ თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში მძიმე ტექნიკის საშუალებით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, მუნიციპალური ტრანსპორტი 18 იანვარს არ იმუშავებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით და გადაადგილებისას გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე.,, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, თელავში დღეს დილიდან, გადაუღებლად თოვს. მეტეოროლოგები უხვ ნალექს და დაბალ ტემპერატურას კიდევ ორი დღის განმავლობაში პროგნოზირებენ.




