გერმანული შეიარაღების მწარმოებელი გიგანტი Rheinmetall უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელი ქარხნის ამუშავებს 2024 წლის მიწურულისთვის გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მომდევნო წლის მიწურულს უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა Fuchs-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს, ხოლო 2025 წლის მიწურულს Lynx-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების.

მიმდინარე წლის 24 თებერვალს გერმანულმა კომპანიამ და უკრაინის შეიარაღების წარმოების კონცერნმა Укроборонпро-მა ერთობლივი კომპანიის შექმნა გამოაცხადეს.

გერმანულ გამოცემა WirtschaftsWoche-სთან ინტერვიუში Rheinmetall-ის დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ერთობლივი წარმოების ფარგლებში უკვე Lynx-ის ტიპის პირველი მანქანების აწყობა უკვე მიმდინარეობს გერმანიასა და უნგრეთში.

"საწარმოო ხაზის აწყობის შემდეგ ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ ამ ტიპის მანქანების წარმოებაზე უკრაინაში",- განაცხადა პაპერგერმა. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა აპირებს კომპანიისთვის საექსპორტო ლიცენზიის გაცემას, რაც საზღვარგარეთ შეიარაღების წარმოებისთვის არის აუცილებელი.