ბრიტანეთის მთავრობამ, აშშ-ის მსგავსად, შეამსუბუქა სანქციები რუსულ ნავთობზე, რომელიც მესამე ქვეყნებში დიზელის საწვავად და საავიაციო ნავთად გადამუშავდება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

შემსუბუქებული რეჟიმი დღეიდან შევიდა ძალაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი კვლავაც ერთგულია მკაცრი სანქციური რეჟიმის.

როგორც Reuters წერს, სანქციების შემსუბუქება ასახავს ენერგეტიკული კრიზისის გაღრმავებისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის მიწოდების შეფერხების შიშს, რაც ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადას უკავშირდება.