აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საჯარო გახადა უკრაინისთვის გამოყოფილი 200 მილიონი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის შიგთავსი.
ახალი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტი შეიცავს:
AIM-9M საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტები დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის;
155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვები;
მაღალსიჩქარიანი ანტირადიაციული რაკეტები HARMs;
TOW რაკეტები;
Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები;
ცეცხლსასროლი იარაღის 4 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა;
ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა;
კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის აღჭურვილობა;
სათადარიგო ნაწილები, გენერატორები და სხვა აღჭურვილობა.
ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილი უკრაინის სამხედრო დახმარების 53-ე პაკეტი. იარაღსა და აღჭურვილობას პენტაგონის მარაგებიდან გადაიტანენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, თუ კონგრესი არ დაამტკიცებს ფინანსების გამოყოფას, ეს იქნება ერთ-ერთი ბოლო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.
გასულ კვირას რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა უკრაინისა და ისრაელისთვის 106 მილიარდი დოლარის სასწრაფო დახმარების სახით გამოყოფის თაობაზე. რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ უარს იტყვიან დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე, თუ დემოკრატები და თეთრი სახლი არ შეთანხმდებიან საიმიგრაციო რეფორმებზე.