გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. მასში შედის საბრძოლო მასალა, დრონები და ავტომანქანები, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
კერძოდ, ახალი სამხედრო პაკეტი მოიცავს:
სადაზვერვო დრონი LUNA NG,
10 სადაზვერვო დრონი VECTOR,
155 მმ კალიბრის 1750 ჭურვი,
70 ავტომატური ყუმბარმტყორცნები MGW,
6 საპატრულო მანქანა,
8 სატვირთო მანქანა Zetros,
100 ათასი სამხედრო პირველადი დახმარების ნაკრები.
გერმანია უკრაინის მთავარი მოკავშირეა ევროპაში. კიევისთვის გაწეული დახმარების მოცულობით ის მხოლოდ შეერთებული შტატებს ჩამორჩება.