ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს ლიდერ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა კვალავ საჭიროებს დახმარებას თაის დაცვაში.
მისი თქმით, კანადა უკრაინელ სამხედროებს გადასცემს 11 ათას ცეცხლსასროლ იარაღს, და 9 მილიონზე მეტ ვაზნას. ისინი დაამზადა Colt Canada-მ, რომელიც დაფუძნებულია ონტარიოში.
ასევე ცნობილია, რომ პოლიტიკოსებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კანადა 24,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით შექმნილ პარტნიორობას, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ყიდულობს აღჭურვილობას.
სექტემბერში ტრიუდომ თქვა, რომ კანადამ დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას რუსული აგრესიის შემდეგ და გამოაცხადა ოტავას გრძელვადიანი, მრავალწლიანი ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერის.