გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს: 3 840 საარტილერიო საბრძოლო მასალას, 2 ავტომობილს სასაზღვრო დანიშნულებისთვის, 8 სატვირთო მანქანას, დრონების ამომცნობ სისტემას, ტყვიებს, ასევე სნაიპერებისთვის განკუთვნილ იარაღს.
გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ახლო მომავალში უკრაინას დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოუყოფენ, თუმცა ვადები ამ დროისთვის უცნობია.