რამზან კადიროვის 18 წლის შვილი, ახმატ კადიროვი ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშნეს და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს - ინფორმაციას ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი ავრცელებს, რომელმაც უმცროს კადიროვს ბაბუამისის სახელობის ორდენი პირადად გადასცა.
აქამდე ახმატ კადიროვს ჩეჩნეთის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.