ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბატელმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე უთხრა, რომ ულტიმატუმები არ წაეყენებინა.
„ახლახან მოვისმინე, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომ მომავალ წელს უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ბოდიში, მე მას რამდენჯერმე ვუთხარი, ნუ აყენებ ულტიმატუმებს, ეს შენს ინტერესებში არ არის. არ მინდა უკრაინელების იმედგაცრუება, რადგან უკრაინელები ჩვენთვისაც იბრძვიან, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მათ გარანტიები და არ უნდა შეურაცხვყოთ ისინი “, – აღნიშნა ბატელმა.
ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრობლემა იყო, რომ უკრაინის შესახებ თავად უკრაინელების გარეშე მსჯელობდნენ. ახლა კი, ბატელის თქმით, საპირისპირო პრობლემაა შექმნილი, უკრაინელები მოლაპარაკებების მაგიდასთან არიან, მაგრამ ევროპელები არა.
„ჩვეულებრივ ჩვენ ანგარიშს ვიღებთ, თუმცა კარგია, როცა შეგიძლია, მენიუდან აირჩიო, რა გინდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ გარეთ ველოდებით ანგარიშს, მაგიდასთან ყოფნის გარეშე“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლოდინი აქვს, უკრაინა ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანდება.
თარგმანი: პირველი არხი










