რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ქონების კონფისკაციის შესახებ.

დოკუმენტი 14 თებერვალს ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, რუსეთში შესაძლებელი ხდება ქონების ჩამორთმევა პირებისთვის, ვისაც დამნაშავედ მიიჩნევენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი" ცნობების გავრცელებაში, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებში, რუსეთის და მისი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებში, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების განსახორციელებლად თანამშრომლობაში, რომელთა ნაწილიც რუსეთი არ არის, ნაციზმის რეაბილიტაციაში. ყველა ეს ბრალდება უკავშირდება კანონებს, რომლებიც რუსეთმა მიიღო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და გამოიყენება განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანების დევნისთვის, ვინაიდან, რუსეთში "ფეიკად" მიიჩნევენ უკრაინის ომთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ არ ჟღერდება.