Fox News-ის ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუს ეთერში გასვლამდე კრიტიკის ობიექტი გახდა. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით, კარლსონი პუტინისთვის "სასარგებლო იდიოტია".

”მისი განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. თუთიყუშივით უაზროდ იმეორებს ვლადიმერ პუტინის ტყუილებს უკრაინასთან დაკავშირებით. რატომაც არ დათანხმდებოდა პუტინი ინტერვიუზე! კარლსონის მეშვეობით, პუტინს შეუძლია გააგრძელოს ტყუილების თქმა იმის შესახებ, თუ რა არის მისი მიზნები უკრაინაში და რას ელის, რომ მოხდება”, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ტაკერ კარლსონზე.