რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვი ელოდება სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში, უპასუხა: „ვინმეს დაკავებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები“.