ჩვენ NATO-ში გაწევრიანების სურვილი ორჯერ განვაცხადეთ და ორივეჯერ უარი მივიღეთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის სადისკუსიო კლუბის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენმა ქვეყანამ თავისი სურვილით, ბლოკური კონფრონტაციის საფუძვლები აღმოეფხვრა და საერთო უსაფრთხოების სივრცე შეექმნა, ორჯერაც კი განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, რომ NATO-ში გაწევრიანებულიყო. 

პირველად ეს 1954 წელს მოხდა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ ეს ნაბიჯი გადაიდგა. მეორე შემთხვევა კი აშშ-ს პრეზიდენტის ბილ კლინტონის ვიზიტის დროს მოსკოვში მოხდა. ამაზე 2000 წელს უკვე ვსაუბრობდი, როცა მასთან ამ თემაზე საუბარი მქონდა. ორივე შემთხვევაში ფაქტობრივად უარი მივიღეთ - თანაც პირდაპირ კარის ზღურბლიდან", - განაცხადა პუტინმა.