რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მისი ჯარისკაცების ძირითადი ნაწილი ქალაქ ბახმუტს დღეს დატოვებს, დანარჩენები კი – 5 ივნისამდე.

"დღეს ძირითადი ნაწილი გამოვა, დანარჩენები – 5 ივნისამდე, როგორც ვგეგმავდით. ბახმუტში აღარ უნდა ვიყოთ", - განაცხადა პრიგოჟინმა.

22 მაისს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ბახმუტს 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში დატოვებდნენ.