რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში პრიგოჟინი ამბობს, რომ მათ მიიღეს დაპირება, რომ ბახმუტში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას შეძლებენ და რომ უკრაინაში რუსეთის ძალების ყოფილი მეთაური, სერგეი სუროვიკინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიიღებს გადაწყვეტილებებს ვაგნერის ოპერაციების შესახებ.
"გვპირდებიან, რომ მოგვცემენ ტყვია-წამალს და იარაღს, იმდენს რამდენიც გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ ოპერაციები. გვეფიცებიან, რომ ყველაფერს მოგვცემენ, რაც გვჭირდება, რათა მტერმა არ დაგვამარცხოს. გვეუბნებიან, რომ შევძლებთ ბახმუტში მოქმედებას ისე, როგორც გვსურს. და მოგვცემენ სუროვიკინს, როგორც იმ ადამიანს, ვინც მიიღებს ყველა გადაწყვეტილებას ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო მოქმედების ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით" - განაცხადა პრიგოჟინმა.