პორტუგალიაში შტორმ "კლაუდიას" შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. უელსსა და ინგლისში ძლიერი წყალდიდობის გამო კი მაშველებმა დიდ ბრიტანეთში ევაკუაციის ორგანიზება დაიწყეს. იუწყება Reuters.
პორტუგალია და ესპანეთი შტორმ "კლაუდიას"გამო უკვე რამდენიმე დღეა ექსტრემალურ პირობებში არიან.
ხუთშაბათს, მაშველებმა ფერნაო ფეროში, რომელიც ლისაბონთან მდინარე ტაჰოს ნაპირთან მდებარეობს, ხანდაზმული წყვილის ცხედრები მათ დატბორილ სახლში იპოვეს.
როგორც ჩანს, მათ ეძინათ და ღამით წყლის დონის მატების გამო გაქცევა ვერ შეძლეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შაბათს, სამხრეთ პორტუგალიაში, ალბუფეირას ტორნადო დაატყდა თავს. დაიღუპა 85 წლის ქალი. ასევე სასტუმროში დაშავდა 28 ადამიანი. ორი მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.
პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუსამ სოლიდარობა გამოუცხადა ალბუფეირაში გარდაცვლილის ოჯახს და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.




