სამშაბათს, 3 სექტემბერს, პოლტავაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, 41 ადამიანი დაიღუპა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია 41 ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი. გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

ზელენსკის ინფორმაციით, ორი ბალისტიკური რაკეტა სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ახლომდებარე საავადმყოფოს მოხვდა.

მისივე თქმით, სრული და სწრაფი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით მაშველებმა დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს.

"დარტყმის ადგილთან არის საცხოვრებელი უბანი. დარტყმის ტალღამ დააზიანა მაღალსართულიანი შენობები და დაზიანდა ფასადები. უკვე ასობით შეტყობინებაა შემოსული დაზიანებული ქონების შესახებ“, - წერს კლიმენკო Telegram-ზე.