პოლონურმა სამხედრო ავიაციამ ბალტიის ზღვის თავზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ილ-20 ჩაჭრა. ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
მინისტრის ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი საერთაშორისო წყლების თავზე ფრენის გეგმის გარეშე და გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა.
"ჩვენმა ავიაციამ ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე რუსული სადაზვერვო ილ-20 ჩაჭრა", – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.
მისივე თქმით, გამორთული ტრანსპონდერებით შესრულებული ფრენები სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისთვის საფრთხეს ქმნის.
"ამ ტიპის ნებისმიერ პროვოკაციას ჩვენი პილოტების მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვება", – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
კოსინიაკ-კამიშის თქმით, ეს რუსეთის მორიგი მცდელობაა, შეამოწმოს NATO-ს ქვეყნების საჰაერო თავდაცვის სისტემების მზადყოფნა. ამასთან, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.
Nasze samoloty przechwyciły nad wodami międzynarodowymi na Bałtyku rosyjski samolot rozpoznawczy Ił20. To kolejne agresywne działania Federacji Rosyjskiej i testowanie naszych systemów obrony powietrznej. Loty bez włączonych transponderów mogą stanowić zagrożenie dla innych… pic.twitter.com/yK5Rjisygz
— Władysław Kosiniak-Kamysz (@KosiniakKamysz) May 13, 2026




