ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

პოლონური მედიის ცნობით, ვარშავის პოლიციის თანამშრომლებმა მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში ექვსი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს. ისინი 33-დან 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან.  

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად პოლიციამ ვარშავაში, დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია აპრილში, ვარშავაში, სიგნალიზაციის ჩამხშობი მოწყობილების გამოყენებით მოქალაქის ავტომობილიდან ცეცხლსაროლი იარაღის და 46 ვაზნის ქურდობაში. ამის შემდეგ დეტექტივებმა დედაქალაქის მიმდებარე მაზოვიეცის სავოევოდოს მინსკის პოვიატში მდებარე კერძო ვილაში მცხოვრები ხუთი მამაკაცი და ქალი დააკავეს და ამოიღეს შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და 206 ვაზნა ამოიღეს. დაკავებულთაგან ერთ-ერთს  ხოლო სახლის ყველა მცხოვრები დააკავეს. ერთ-ერთ დაკავებულს ასევე აღმოაჩნდა ფსიქოაქტიური ნივთიერებები LSD. ვილაში იპოვეს აგრეთვე დაზარალებულის ზურგჩანთა მისი დოკუმენტებით, სხვა მოპარული ნივთები და ყალბი დოკუმენტები უკრაინულ, ბულგარულ და ქართულ ენაზე. 

ვარშავის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნები და დაკავებულებს  სამთვიანი დროებითი პატიმრობა შეუფარდა. ეჭვმიტანილებს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სპეცოპერაცია წინასწარ იყო დეტალურად დაგეგმილი და დაკავებულებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს. RMF FM-ის ცნობით, ვარშავის პოლიციამ ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ქართველი დამნაშავე დააკავა. მისი თქმით, „კანონიერი ქურდი“ პოლონეთში იმიტომ ჩავიდა, რომ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული დავალების შესრულება უნდა შეესრულებინა.

დაკავებულები ჩვეულებრივი დამნაშავეები არ არიან. ისინი ქართულ-რუსული მაფიის სტრუქტურის წარმომადგენლები არიან კრიმინალურ იერარქიაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ და პოლონეთში გავლენის გაფართოებას ცდილობენ, - ამბობს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი იაცეკ დობჟინსკი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქართული კრიმინალური დაჯგუფებები პოლონეთში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ და ძალადობრივ კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. ისინი ორგანიზებულობით და საქმიანობის მასშტაბით გამოირჩევიან.  2024 წელს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს საქართველოს 587  მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან 1400-ზე მეტი დანაშაულის ჩადენაში. წელს დეპორტაციის ოპერაციების ფარგლებში პოლონეთი 3000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის 600-ზე მეტმა ქართველმა, წერს პორტალი polskieradio.