ამის შესახებ პოლონეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
პოლონეთში, ადგილობრივ არჩევნებში, სილეზიის სავოევოდოში მდებარე ვილკოვიცში, მერის პოსტზე კენჭს 2018 წლის ნოემბერში ამომრჩეველთა ხმების 63,81%-ით არჩეული იანუშ ზემანეკი იყრიდა. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უპარტიო მერმა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავდა, ხმების მხოლოდ 39,8% მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხმა 60,2%-მა მისცა.
„აიპრესმა" არჩევნების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიების პროცესში დაადგინა, რომ 43 წლის მერს ყველაზე მეტი ხმა წინააღმდეგ ვოლკოვიცში შემავალი სამი სოფლიდან იმ სოფელში მისცეს, სადაც თავად მერი ცხოვრობს. სოფელ ბისტრას ორ საარჩევნო უბანზე ზემანეკს მხარი 639-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 1166 იყო.
ქალაქის მერის საწინააღმდეგოდ ამომრჩეველთა დარზამვა არჩევნების წინა პერიოდში მერიის მიერ სოფელ ბისტრაში საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად 12 ჰა მიწის გამოყოფას უკავშირდება. ქალაქის ბისტრას მიმართულებით გაზრდის და ამ მიზნით სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყოფამ ვოლკოვიცეს მცხოვრებთა მოწონება ვერ დაიმსახურა.
პოლონეთის საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნები ხელახლა არ დაინიშნება და მერს კენჭისყრით მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულო აირჩევს.