ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების პოლონური სადღეღამისო ტელეარხის საიტზე ვრცელდება

დღეს, ჟესუვის პოვიატის სანიტარიულმა და ეპიდემიოლოგიურმა სადგურმა ლეგიონელათი ინფიცირებული კიდევ სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სულ, ლეგიონელას ბაქტერიით გარდაცვლილია 11 ადამიანი, 3 ადამიანი კი რეანიმაციაშია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 144-მდეა გაზრდილი, - წერს tvn24.

ჟეშუვის წყალმომარაგების სისტემის აუზიდან აღებული სინჯებიდან ამ მომენტისთვის ცნობილია რვა სინჯის ანალიზის პასუხია. რვა სინჯიდან ორში დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ არსებობს შხაპის მიღების დროს დაინფიცირების რისკი, თუმცა არსებული მონაცემები არაა საკმარისი დაბინძურების პოტენციური წყაროს დასადგენად, - ამბობს კარპატების სავოევოდოს სანიტარიული ინსპექციის დირექტორი ადამ სიდორი.

შეგახსენებთ, რომ 25 აგვისტოს მონაცემებით ბაქტერიით გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 7, ბაქტერიით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 133