პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის 365 მოქალაქეს პოლონელი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის სასჯელის გამო სანქციები დაუწესა.
"პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა გადაწყვიტა დაემატოს ბელარუსის 365 მოქალაქე იმ უცხოელების სიას, რომელთა ყოფნა პოლონეთის ტერიტორიაზე არასასურველია. ამ პირებს ასევე აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. მათ ასევე დაექვემდებარება.სახსრებისა და ეკონომიკური რესურსების გაყინვა", - ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრმა ასევე გადაწყვიტა გაყინოს 20 ორგანიზაციისა და 16 ფიზიკური პირის სახსრები და აქტივები, რომლებიც ძირითადად რუსულ კაპიტალთან არის დაკავშირებული.
სანქციების დაწესებულ პირებს შორის არის 159 დეპუტატი, 76 მოსამართლე, 7 პროკურორი, 32 ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 28 ოფიცერი და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, ასევე ბელარუსის სახელმწიფო მედიის 23 წარმომადგენელი, 24 სპორტსმენი და სპორტის წარმომადგენელი. სახელმწიფო ორგანოები, დაწესებულებები და საწარმოები, ასევე კულტურისა და მეცნიერების რვა მოღვაწე.