უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორის ბევრია სარემონტო ქარხანა. უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს. ფიზიკური პირების გარდა, სანქციები გაფართოვდა 220 იურიდიულ პირთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსეთთან.