უკრაინის რადამ მხარი დაუჭირს ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც ირანის 50 წლით სანქცირებას ითვალისწინებს.
"საბჭო დათანხმდა ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას 50 წლით“, - წერს ალექსეი გონჩარენკო.
არსებული ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეჩერებასა და უკრაინიდან ირანი აქტივების აკრძალვას.