რუსეთის თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

„უკრაინაზე ბოლო თავდასხმას პუტინისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვუპასუხოთ: სანქციების გამკაცრებით, რათა მან ვერ შექმნას ახალი იარაღი კონტრაბანდული კომპონენტებით და კიევისთვის რაკეტების მიცემით, რაც საშუალებას მისცემს, გაანადგუროს სამეთაურო ცენტრები“, – წერს სიკორსკი სოციალურ ქსელში.

2 იანვარს, რუსეთის ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გაუშვეს, მათგან 72 უკრაინის ძალებმა გაანადგურეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსები უტევდნენ სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურას, სამრეწველო და სამხედრო ობიექტებს. მისივე თქმით, მტრის ძირითად სამიზნეს უკრაინის დედაქალაქი წარმოადგენდა.

რუსულ ტერორს 2 იანვარს 5 ადამიანი ემსხვერპლა დაშავდა 127.