"პოლონელი ფერმერი ჩვენთვის პრიორიტეტია! თუ ევროკომისია არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ ამას პოლონეთი გააკეთებს" - ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რათა ფერმერებმა გაყიდონ პოლონური მარცვლეული და მიიღონ გონივრული ფასი. თუ ევროკომისია არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაშინ ამას პოლონეთი გააკეთებს“, – განაცხადა ბუდამ.

მან აღნიშნა, რომ  შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლონეთში ექსპორტზე გავრცელდება.

უკრაინიდან ხუთ მეზობელ ქვეყანაში მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა 2 მაისიდან ამოქმედდა და 15 სექტემბერს დასრულდება. ამჟამად ევროკავშირში ემბარგოს გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ზეწოლა სოფლის მეურნეობის იმპორტზე ყველანაირი დიპლომატიის  საზღვრებს ცდება.

„ეს არის საფრთხე და უკრაინული მხარის მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ელემენტი. ეს ელემენტები კი  უკრაინის მხრიდან  უკვე კლასიკური დიპლომატიის საზღვრებს სცილდება.

უკრაინა იყენებს დიპლომატიური ზეწოლის საშუალებებს, ზოგჯერ ძალიან არასტანდარტულს და გარკვეულ საზღვრებს სცილდება. ასეთი სახის ჟესტები ან მუქარა ჩვენზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ეს მხოლოდ ზეწოლის ელემენტია. მინდა ვთქვა, რომ ასეთი სახის ზეწოლა, არ იქნება ეფექტური“, – განაცხადა პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკიმ.