ასე შეაფასა პოლონელმა მინისტრმა უკრაინის განაცხადი იმის შესახებ, რომ თუ მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა არ გაგრძელდება, ისინი საჩივარს შეიტანენ.
პოლონეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ზეწოლა სოფლის მეურნეობის იმპორტზე ყველანაირი დიპლომატიის საზღვრებს ცდება.
„ეს არის საფრთხე და უკრაინული მხარის მხრიდან ზეწოლის კიდევ ერთი ელემენტი. ეს ელემენტები კი უკრაინის მხრიდან უკვე კლასიკური დიპლომატიის საზღვრებს სცილდება.
უკრაინა იყენებს დიპლომატიური ზეწოლის საშუალებებს, ზოგჯერ ძალიან არასტანდარტულს და გარკვეულ საზღვრებს სცილდება. ასეთი სახის ჟესტები ან მუქარა ჩვენზე შთაბეჭდილებას არ ახდენს, ეს მხოლოდ ზეწოლის ელემენტია. მინდა ვთქვა, რომ ასეთი სახის ზეწოლა, არ იქნება ეფექტური“, – განაცხადა პოლონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, შიმონ შინკოვსკიმ.