უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების სიაში (PURL) $100 მილიონს შეიტანს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ინიციატივას უერთდებიან ავსტრალია და ახალი ზელანდია. ავსტრალია უკრაინის დასახმარებლად $50 მილიონს, ხოლო ახალი ზელანდია $15 მილიონს გამოყოფს.
აშშ-ს მიერ წამოწყებული ინიციატივის მიზანია უკრაინამ NATO-ს ქვეყნების დახმარებით ბრძოლისთვის საჭირო ამერიკული შეიარაღება მიიღოს.
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ.
დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი პრიორიტეტული საჭიროებების სიის ( PURL) პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 500 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ინიციატივის ფარგლებში, აღნიშნული ქვეყნები იარაღს აშშ-სგან ყიდულობენ, შემდეგ კი კიევს გადასცემენ.




