ამის შესახებ ინფორმაციას 20minutes ავრცელებს.

ოთხდღიანი პოლიციის პატიმრობის შემდეგ, Telegram-ის აღმასრულებელ დირექტორს პაველ დუროვს ოთხშაბათს საღამოს პარიზში ორმა გამომძიებელმა მოსამართლემ ბრალი წაუყენა ორგანიზებული დანაშაულის მთელი რიგი ბრალდებებით.

პაველ დუროვი გაათავისუფლეს მკაცრი სასამართლო ზედამხედველობის ქვეშ, რაც ითვალისწინებს გირაოს 5 მილიონი ევროს ოდენობით და პოლიციის განყოფილებაში კვირაში ორჯერ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე საფრანგეთის დატოვების აკრძალვას, - განაცხადა პარიზის პროკურორმა ლორ ბეკუიმ. 

პაველ დუროვს ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში თანამონაწილეობა, ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშეწყობა, ფულის გათეთრება, ჰაკერობა და თაღლითობა. გარდა ამისა, ბოლო მომენტში ცნობილი გახდა, რომ  ყოფილი შეყვარებული და მისი სამი შვილის დედა, პეტერბურგელი ირინა ბოლგარი, რომელიც ამჟამად ბავშვებთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს, დუროვს უჩივის 2017 წელს დაბადებულ შვილზე 2021 წლამდე პერიოდში ჩადენილ ხუთგზის ფიზიკური ძალადობის გამო. შვეიცარიის სასამართლომ თავდაპირველად არ მიიღო მისი სარჩელი, რადგან სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან კანონით დაწესებულ სამთვიან ვადაზე მეტი იყო გასული, თუმცა 2023 წლის მაისში სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია სარჩელის განხილვა. გარდა ამისა, ბოლგარი, როგორც ბავშვების ერთადერთი მეურვე, ითხოვს პაველ დუროვს 150 ათასი ევროს ოდენობით ალიმენტის გადახდა  დააკისრონ.