დღეს, მოსკოვში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მყოფი პიტერ სიიარტო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.
პიტერ სიიარტოს თქმით, იგი მოსკოვში ჩავიდა, რათა მიეღო გარანტიები, რომ ამ რთულ, კონფლიქტებით სავსე დროშიც კი, უნგრეთისთვის საჭირო ნახშირწყალბადები - ბუნებრივი აირი და ნავთობი - ხელმისაწვდომი იქნება უნგრეთისთვის და მიეწოდება უნგრეთს.
მან აგრეთვე იმედი გამოთქვა, რომ უკან დაბრუნებისას მასთან ერთად იქნებოდნენ ის უნგრელები კარპატისპირეთიდან, რომლებიც უკრაინამ ჯარში გაიწვია და ტყვედ ჩავარდნენ.
საინფორმაციო სააგენტოებიც ცნობით, შეხვედრის დროს პუტინმა სიიარტოს განუცხადა, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა აპირებს შეასრულოს ყველა ვალდებულება და მზადაა ამისთვის, თუმცა ყველაფერი რუსეთზე არაა დამოკიდებული.
რაც შეეხება სამხედრო ტყვეებს, თქვენ შეძლებთ, როგორც პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოითხოვა, თან წაიყვანოთ ისინი იმ თვითმფრინავით, რომლითაც აქ ჩამოხვედით და რომლითაც ბუდაპეშტში დაბრუნდებით.
უნგრული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მასთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა უნგრეთს საჭირო რაოდენობით ნავთობის გამოყოფა აღუთქვა, თუმცა, აღინიშნა, რომ მასზე არაა დამოკიდებული ტრანსპორტირება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში უნგრული მედია აღნიშნავს, რომ პუტინმა გაათავისუფლა ორმაგი - უკრაინული და უნგრული - მოქალაქეობის მქონე ორი უნგრელი კარპატისპირეთიდან.
უნგრეთს და სლოვაკეთს მილსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით ნავთობი 27 იანვრის შემდეგ არ მიეწოდება, ხმელთაშუა ზღვით ხორვატიის პორტამდე და შემდეგ მილსადენი უნგრეთამდე ნავთობის მიწოდებაზე ხორვატია აცხადებს, რომ მხოლოდ არარუსული ანუ არასანქცირებული წარმოშობის ნავთობის გატარება შეუძლია.




