სირცხვილი მინესოტის ხელმძღვანელობას და ქუჩაში გამოსულ გიჟებს, - ამის შესახებ აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი X-ზე წერს.

ჰეგსეთი მინესოტაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE) მხარდაჭერას უცხადებს.

"მადლობა ღმერთს ICE-ს პატრიოტებისთვის – ჩვენ 100%-ით გიჭერთ მხარს. თქვენ ქვეყანას იხსნით. სირცხვილი მინესოტის ხელმძღვანელობას და ქუჩაში გამოსულ გიჟებს. ICE > MN (მინესოტა)", – დაწერა ჰეგსეთმა სოციალურ ქსელში.

ამასთან, ჰეგსეთი აზიარებს პოსტს, სადაც განმარტებულია, თუ როგორ უნდა "აირიდო თავიდან" საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტები.

"როგორ უნდა "აირიდო თავიდან" საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტები: 1. არ იყოთ აქ (აშშ-ში) არალეგალურად; 2. არ დაესხათ თავს ICE-ს აგენტებს; 3. დაემორჩილეთ ფედერალურ და სახელმწიფო კანონებს", – წერის პოსტში აშშ-ის ომის მდივანი.