როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა, არა?,  - ამის შესახებ აშშ-ს ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვიხილეთ სამი დღის წინ კარაკასის ცენტრში, ვენესუელაში... ჩვენი თითქმის 200 დიდებული ამერიკელი კარაკასის ცენტრში ჩავიდა - როგორც ჩანს, რუსულმა საჰაერო თავდაცვამ არც ისე კარგად იმუშავა, არა? - კარაკასის ცენტრში და აიყვანეს ბრალდებული პირი, რომელიც აშშ-ს მართლმსაჯულების მიერ ძებნილად იყო გამოცხადებული", - განაცხადა ჰეგსეთმა.