ასეთი განცხადება შეერთებული შტატების ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა, პენტაგონში,  შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარესთან, გენერალ დენ კეინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

აშშ-ის ომის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა, განაცხადა, რომ „ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ იყო ისტორიული და გამანადგურებელი გამარჯვება ბრძოლის ველზე, ნამდვილი სამხედრო გამარჯვება“.

40 დღეზე ნაკლებ დროში, აშშ-ის საბრძოლო ძალის მხოლოდ 10 პროცენტის გამოყენებით, ქვეყანამ დაშალა „მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია“.  ირანმა დაამტკიცა თავდაცვითი უუნარობა, თეირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ერთობლივ  ოპერაციაში „ყველა მიზანი გეგმის და გრაფიკის მიხედვით“ არის მიღწეული, - თქვა ჰეგსეტმა.

მისი თქმით, ამ ოპერაციის შედეგია ირანის საზღვაო ფლოტის, საჰაერო თავდაცვის სისტემების და რაკეტების წარმოების შესაძლებლობების განადგურება და მომავალი არაერთი წლის განმავლობაში ირანის შეიარაღებული ძალების ეფექტურობის შეზღუდვა.  

ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ნიშნავს, რომ თეირანს „არასდროს და არანაირ გარემოებაში არ ექნება ბირთვულ იარაღი“. ირანის ახალმა ხელმძღვანელობამ „ითხოვა“ ცეცხლის შეწყვეტა, რადგან აღარ ჰქონდა „ვარიანტები და დრო“ და მიხვდა, რომ რაც მოელოდა, მასზე ბევრად უკეთესი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა.

გენერალმა დენ კეინმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80 პროცენტი, ირანის ჩვეულებრივი საზღვაო ძალების 90 პროცენტზე მეტი და ირანის იარაღის ქარხნების 90 პროცენტი გაანადგურა.

„ირანს წლები დასჭირდება ნებისმიერი ძირითადი სახმელეთო საბრძოლო ობიექტის აღსადგენად“, - დასძინა მან.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება „მხოლოდ პაუზა“.  

ქვეყნის გაერთიანებული ძალები მზადყოფნაში იქნებიან, თუ მიიღებენ ბრძანებას ან მოწოდებას საომარი მოქმედებების განახლების შესახებ, - განაცხადა შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებული საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა.