გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი NATO-ს ტერიტორიას რამდენიმე წელიწადში დაესხას თავს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

"თუ ჩვენ უგულებელვყოფთ საფრთხეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დისკომფორტს გვიქმნის, ეს საფრთხე არ შემცირდება, არამედ მხოლოდ გაიზრდება", - განაცხადა პისტორიუსმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის, NATO-ზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა მოსალოდნელი არ არის.

ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინს თანმიმდევრულად გადაჰყავს თავისი ქვეყნის ეკონომიკას "საომარ რელსებზე" - ახლა რუსეთი რამდენიმე თვეში უფრო მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ევროკავშირის ყველა ქვეყანა წელიწადში ერთად.

"2029-2030 წლისთვის პუტინმა შეიძლება ისე გააძლიეროს თავისი არმია, რომ რუსეთს NATO-ზე დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში პუტინი შეეცადოს ნატოს - ერთიანობის გამოცდას ალიანსის ტერიტორიის ამა თუ იმ ნაწილში შეჭრით", - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.