ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი" ავრცელებს.

პირი, რომელმაც დონალდ ტრამპს მიტინგზე სიტყვით გამოსვლის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი. 

თომას მეთიუ კრუკსი  ცხოვრობდა პიტსბურგის გარეუბანში, ბეთელ პარკში, დაახლოებით 35 მილის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგი გაიმართა. მან ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს დაამთავრა. საჯარო ჩანაწერების თანახმად, იგი იყო რეგისტრირებული რესპუბლიკელი ამომრჩეველი, რომელმაც ადრე, 2021 წლის იანვარში, 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს.  

„სიენენი" დაუკავშირდა, კრუკსის მამას, მეთიუ კრუკსს, რომელმაც განაცხადა, რომ ცდილობს გაერკვეს „რა ჯანდაბა მოხდა" და  სამართალდამცველებთან დალაპარაკებამდე არ სურდა შვილზე საუბარი.











Посмотреть эту публикацию в Instagram

Публикация от American Chronicles (@american_chronicles)