ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ვესტგეითის პარკში მდებარე ტბა ბუნებრივად ვარდისფერი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ვესტერგეითის ტბა ბოლო კვირების განმავლობაში ნათელი ვარდისფერი გახდა, ეს დიდი რაოდენობით მზის სხივების, იშვიათი ნალექისა და სითბოს გამოა, ამ პირობებში ტბის წყალმცენარეები წითელ პიგმენტებს გამოიმუშავებენ, რასაც „ბეტა კაროტინს“ უწოდებენ“, - ნათქვამია განცხადებაში. ადგილობრივი ტურისტები პარკს უკვე ფერადი ფოტოსურათების გადაღების მიზნითაც სტუმრობენ. ზოგიერთს მათანს კი სწორედ ვარდისფერი ტანისამოსი აცვია. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წყალთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონდეთ, რადგან ამან შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. სოციალურ ქსელში მომხმარებლებს ასევე აფრთხილებენ, რომ ტბასთან უსიამოვნო სუნიც შეინიშნება.