კრემლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხერსონში ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებენ

საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის" ცნობით, კრემლმა უკომენტაროდ დატოვა ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ქალაქ ხერსონში ვიზიტის შესახებ.

ჟურნალისტებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანს დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, როგორ აფასებს კრემლი ზელენსკის ხერსონში ვიზიტს.

"ჩვენ ამას კომენტარის გარეშე ვტოვებთ. თქვენ იცით, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია", - განაცხადა პესკოვმა.