"უმჯობესია, ბედნიერება იქ ეძებო, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - ასე უპასუხა პუტინის პრესსპიკერმა ჟურნალისტის კითხვას, რა დამოკიდებულება აქვს იმაზე, რომ  მობილიზაციის დროს ათასობით რუსი გაემგზავრა საქართველოში, სადაც ახლა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

"არიან ასეთი ადამიანები. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი, ალბათ, სამშობლოა. არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება იქ ეძებო, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ", - ამბობს პესკოვი.