კრემლის პრესსპიკერი ირწმუნება, რომ საქართველოში ინიცირებული აგენტების კანონი მსგავსი შინაარსის რუსულ კანონთან კავშირში არ არის.

პესკოვის მტკიცებით, მსგავსი კანონპროექტების პიონერი მე-20 საუკუნის აშშ-ია.

"არაფერი არ ყოფილა შთაგონებული კრემლის მიერ. ამასთან კრემლს აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო. ასეთი კანონების შემოღების პრაქტიკა შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო 1930-იანი წლების ბოლოს", - ირწმუნება პესკოვი.