დმიტრი პესკოვის თქმით, ყველა სახელმწიფო, რომელიც უკრაინას შეიარაღებას აწვდის კონფლიქტის გაჭიანურებაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყველა სახელმწიფოს, რომელიც ამა, თუ იმ ფორმით, პირდაპირ, თუ ირიბად მონაწილეობს უკრაინის იარაღით გატენვასა და უკრაინული არმიის ტექნოლოგიური დონის ზრდაში პასუხისმგებლობა ეკისრება. მთავარია, რომ ქველა ამ ქმედების ფასს, მთელი ამ ფსევდომხარდაჭერის ფასს უკრაინელი ხალხი გადაიხდის",- თქვა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, კრემლი ყურადღებით აკვირდება უკრაინისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების გადაცემასთან დაკავშირებულ დისკუსიას. გასულ კვირებში ის აცხადებდა, რომ ტანკების გადაცემის შემთხვევაშიც ეს ვერ შეცვლიდა ძალთა ბალანსს და არანაირად არ აისახებოდა რუსეთის არმიის ეფექტურობაზე.