კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელების ტანჯვას მხოლოდ გაახანგრძლივებს, თუმცა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" გეგმებს ვერ შეცვლის. 

"აზრი არ აქვს მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე ლაპარაკს. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ათობით მილიარდი დოლარი შეიტანეს უკრაინაში იარაღის მიწოდების გზით.

ამ მიწოდებებს შეუძლია, უკრაინელ ხალხს ტკივილი დაუმატოს და მათი ტანჯვა გაახანგრძლივოს, მაგრამ პრინციპულად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიათ. ამ მიწოდებას არ შეუძლია, შეაფერხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის პროცესი." - აცხადებს პესკოვი.