"დსთ-ს თითქმის ყველა ქვეყანასთან განვითარებული ურთიერთობები გვაქვს, სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას"- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

"დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას.

დანარჩენზე კი თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით. და ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა პერიოდში. დიახ, ახლა ამ ქვეყნებს აქვთ განვითარების საკუთარი ტრაექტორია, მაგრამ მათი ერთგულება საერთო ინტეგრაციული პროცესებისადმი რჩება. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე ინტეგრაცია ბელორუსთან, ის არის ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე.

ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში. ეს კიდევ უფრო მეტია ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. და სხვათა შორის, ამ სომხების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობა კვლავ სომხეთის მთლიანი ბიუჯეტის ძალიან დიდ პროცენტს შეადგენს.

ხალხი იქ რიცხავს ფულს, საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიარდ დოლარზე... მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, იქცევს სხვადასხვა ექსტრარეგიონული ძალების ყურადღებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს", - განაცხადა პესკოვმა.