პარადოქსი ისაა, რომ ახლა, როცა ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვხედავთ ეჭვს, დაბნეულობას და მერყეობას, - ამის შესახებ მან MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"უკრაინის ომმა და იმ განსაცდელმა, რაც უკრაინელ ხალხს ამ ომმა არგუნა ახალი შესაძლებლობა დაბადა. ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ საბოლოოდ გიაზრა, რომ ევროკავშირის პროექტი არ იქნება სრულყოფილი აღმოსავლეთის ქვეყნების და ხალხის გარეშე. კარი, როგორც იქნა გაიღო. უკრაინა და მოლდოვა წინ სწრაფად მიდიან. პროცესი დაჩქარებულია და ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღა გარდაუვალია. ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცი, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება მომდევნო წლებში.
ახლა მთავარი კითხვაა, იქნება თუ არა საქართველო ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი, თუ არა. პარადოქსი ისაა, რომ ახლა, როცა ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის, ვხედავთ ეჭვს, დაბნეულობას და მერყეობას. ქართველმა ხალხმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო წარმატებას მიაღწევს და ამ ისტორიულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს და ევროკავშირის მორიგი გაფართოების ნაწილი გახდება", - განაცხადა ელჩმა.