ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ლაშხმა 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„როდესაც ვხედავთ, რომ მიტინგზე, რომელიც იყო ანტისამთავრობო, სადაც იყო შეძახილები მონა, იყო შეძახილები მთავრობის ცვლილების, ასეთი ტიპის აქციაზე ერთია როდესაც სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი მონაწილეობს, მაგრამ როდესაც ეს ხდება საგარეო ურთიერთობათა სამინისტროს და მინისტრების ჩართულობით, ეს არის პირდაპირი უხეში დარღვევა. ასევე შეურაცხყოფა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ხალხის, რომელმაც დემოკრატიული პრინციპებით აურჩია ეს მთავრობა.
მე კიდევ ერთხელ მინდა დავგმო ასეთი საქციელი, მოვუწოდო ჩვენს პარტნიორებს, გადახედონ და თუ ისინი შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი, რა ტიპის აქციაზე და მიტინგზე მიიღეს მონაწილეობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სიტყვით მიმართეს.