პარიზი 31 დეკემბერს აღარ იმღერებს, ყოველ შემთხვევაში სანზ-ელიზეზე მაინც. როგორც "ფრანს ინფო იუწყება", საახალწლო კონცერტი ელისეის მინდვრებზე უსაფრთხოების პრობლემების გამო, წელს აღარ გაიმართება. ამის მიზეზად სახელდება გასული წლების შემთხვევები, როდესაც ძალიან გართულდა მაყურებლებისა და კონცერტში მონაწილე მომღერლების უსაფრთხოების დაცვა ხალხის მძლავრი ნაკადის გამო.
„გასულ წელს, საახალწლო ზეიმამდე 2 საათით ადრე, ჩვენ გაცილებით რთული სიტუაცია გვქონდა, ვიდრე ოლიმპიური თამაშების პერიოდში"- განუცხადა "ფრანს ინფოს" პოლიციის კომისარმა.
შესაბამისად, პარიზის პოლიციის პრეფექტურამ მიმართა ქალაქის მერს, ანე იდალბოს თხოვნით გადაედოთ დაგეგმილი კონცერტი. "პარიზიენთან" ინტერვიუში, პარიზის მერვე ოლქის მერი ჟანა დოსტერი ასევე საუბრობს იმ მრავალრიცხოვან ინციდენტებზე, რომლებსაც 2024 წელს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, პროსპექტი არ არის განკუთვნილი დიდი აუდიტორიისთვის.








