ნოემბრის ბოლოს ამერიკულმა კომპანია Radical Storage-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც Google-ის საშუალებით მიღებული მიმოხილვის ანალიზს ეფუძნებოდა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ძალიან პოპულარული ტურისტული ადგილი ძალიან დაბინძურებულია. მათ შორის არის პარიზი და რომი.

გადავსებული ნაგავსაყრელები და დაბინძურებული ტროტუარები - ასეთია ყველაზე ცნობილი ტურისტული ქალაქების შეფასება. 100 ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულებიდან ყველაზე დაბინძურებული ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება: 1. ბუდაპეშტი. 2. რომი. 3. ლას ვეგასი. 4. ფლორენცია. 5. პარიზი