ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უნდა დასრულდეს. როგორც BBC იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა, მათიას ფეკლმა განაცხადა.

"სექტემბრის ბოლოს ბრატისლავაში ვაჭრობის მინისტრთა შეხვედრაზე საფრანგეთის სახელით მოვითხოვ, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხზე მოლაპარაკებები დასრულდეს", - განაცხადა მან რადიო RMC-თან ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების ახალ რაუნდს "კარგი საფუძველი" ჰქონდეს. პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების საითხი სამი წლის შემდეგაც გაურკვეველია.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზად მან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები, ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი დაასახელა.

მანამდე, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატებმა და ევროკავშირმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო ზონის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ივლისში ვაშინგტონში გაიმართა. წინასწარი შეფასებით, ეს შეთანხმება აშშ-სა და ევროკავშირს 13 მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას მისცემს.